среда, 27 мая 2009 г.

აჭარა



 მხარის ზოგადი დახასიათება: 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მას აღმოსავლეთით ესაზღვრება არსიანის, ხოლო ჩრდილოეთით აჭარა-იმერეთის (მესხეთის) ქედები. სამხრეთით მისი საზღვარი გადის შავშეთისა და ჭანეთის ქედებზე და ემთხვევა საქართველოს და თურქეთის საზღვარს.დასავლეთით კი აჭარა გადის შავ ზღვაზე.

  აჭარის  ფართობი 2.9 ათასი კმ. კვადრატია.

  აჭარა უძველესი დროიდან არის კოლხეთის და კავკასიის იბერიის ნაწილი. V საუკუნეში ის იყო საბერძნეთის კოლონია. ეს რეგიონი რომის ქვეშევრდომობის ქვეშ იყო ორი საუკუნე.
  აჭარა საქართველოს სამეფოს ნაწილი გახდა მე-9 საუკუნეში. აჭარლებს გარკვეული დროის განმავლობაში სწამდათ ისლამი. იგი რუსეთის იმპერიის ქვეშ მოექცა 1878 წელს და შემდეგ ტერიტორიები ოკუპირებული იყო თურქებისა და ბრიტანელების მიერ 1918-1920 წლებში.

   აჭარაში მეტად პოპულარულია აჭარული ხაჭაპური. ის ნავის ფორმისაა. ალბათ მის ფორმაზე გავლენა ზღვამ და ნაოსნობამ მოახდინა.

 

                                                       

Комментариев нет:

Отправить комментарий